"ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა, განსაკუთრებით თქვენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რივენ რივლინმა გიორგი მარგველაშვილს თბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა, განსაკუთრებით თქვენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ. გმადლობთ, თქვენ და თქვენს თბილ ხალხს თბილი დახვედრისათვის.
მე აქ ჩამოვედი იერუსალიმიდან, წმინდა ქალაქიდან - ცენტრალური ქალაქიდან. ეს არის ქალაქი, სადაც დაბრუნებისათვისაც ებრაელი ხალხი ორი ათასი წელი ლოცულობდა.
დღეს, ეს არის ქალაქი, სადაც ჩვენ ვგლოვობთ ტერორიზმისა და სიძულვილის მსხვერპლთ, ახალგაზრდა მამაკაცებსაც და ქალებს. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს, ტერორიზმი უფრო გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისა და ჩვენი რწმენისადმი.
დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა თქვენთან ერთად აღვნიშნო ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა გაცილებით მეტ დროს ითვლის. ებრაელთა სათვისტომო საქართველოში უკვე საუკუნეებია არსებობს და ჩვენ ვამაყობთ ებრაელთა მიერ ქართულ და ქართველი ხალხის მიერ ებრაულ კულტურაში შეტანილი წვლილით.
ქართველ ებრაელთა სათვისტომო აქ და ისრაელში წარმოადგენს ხიდს ჩვენს ქვეყნებს შორის და თბილი მეგობრობის მაგალითს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ასევე ვამაყობთ ქრისტიანული საზოგადოებით ისრაელში და ვიცით, რომ მრავალი ქართველისათვის იერუსალიმი მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენს. ისრაელის სახელმწიფო განაგრძობს წმინდა ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილებისა და ისრაელის ქრისტიანული საზოგადოების თავისუფლების დაცვას.
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ვიზიტის დროს მსურს მეტი შევიტყო თქვენი ქვეყნისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება.
ძლიერ ვაფასებ დღეს დილით გამართულ ჩვენს საუბარს და მოუთმენლად ველი შეხვედრებს თქვენი მთავრობისა და საზოგადოების ლიდერებთან.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ისრაელისა და საქართველოს ხალხებმა მივაღწიეთ ძალიან ბევრს ერთად მუშაობით, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და ეს ჩვენი მოვალეობაა.
გილოცავთ თქვენი ახალი მთავრობის ფორმირებას. მჯერა, რომ ეს დროის საქმეა, რომ ერთად შევკრიბოთ ჩვენი ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების ხელმძღვანელები, რათა განვიხილოთ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები მთელი რიგი მიმართულებებით და გავაძლიეროთ ხალხებს შორის კავშირი.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ისრაელს შეუძლია მრავალი ახალი ტექნოლოგიის შეთავაზება, მოსავლის აღებისა და დაბინავების ხელშეწყობისათვის. მსურს ვიხილო მეტი დელეგაცია და თანამშრომლობის გაზიარება, განსაკუთრებით ამ მიმართულებით.
ასევე, კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელშიც ჩვენ მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ეს დღეს თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაცულობა და უსაფრთხოება.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თავისუფალ მსოფლიოსთან საერთო საფრთხეს ვიზიარებთ. ეს არის ფუნდამენტალიზმი. ეს საფრთხეები არის ჩვენს ქუჩებში, ჩვენი ქვეყნებისა და ქალაქების ქუჩებში. ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას; ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ ფორმას და ჩვენ ერთობით ვდგავართ ამ საფრთხეების წინააღმდეგ.
მსურს გადაგიხადოთ გულითადი მადლობა საერთაშორისო არენაზე ისრაელის გვერდით დგომისათვის.
გამოვხატავ მადლიერებას გასულ თვეს ისრაელში მომხდარი ხანძრისას თქვენს მიერ შემოთავაზებული დახმარებისათვის, ასევე, საქართველოში მომხდარი საზარელი ავტოავარიის შემდეგ, თქვენი და ქართველი ხალხის მიერ ისრაელის მოქალაქეებისათვის გამოხატული დახმარებისათვის.
ჭირსა და ლხინში, გამოწვევების წინაშე, რომლებიც თავისთავად შესაძლებლობებსაც წარმოადგენენ, ისრაელი საქართველოს გვერდითაა.
გმადლობთ! გმადლობთ, რომ თავს სახლში გვაგრძნობინებთ! დიდი მადლობა!" - აღნიშნა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.