პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენების კანონთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა
09-01-2017, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართა. განსახორციელებლ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები დეპუტატებს კამპანია „ეს შენ გეხებას" წევრებმა გააცნეს.

 

 

საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კამპანია ”ეს შენ გეხებას” კონკრეტული კანონპროექტი აქვს შემუშავებული, რომელიც გულისხმობს, რომ სუს-ს აღარ უნდა ჰქონდეს ეს გასაღები და ზოგადად, გასაღები აღარ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთი ორგანოს ხელში. 

 

 

ნაცვლიშვილის თქმით,  კამპანია ”ეს შენ გეხება” მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენის გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა იყოს.

 

 

მისივე განცხადებით, სააგენტოს, რომელიც პარლამენტის მიერ დაკომპლექტდება, არ ექნება ინტერესი, რომ ბოროტად გამოიყენოს გასაღები და შესაბამისად, მოქალაქეთა პირადი ცხოვრება უფრო მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ვიდრე დღეს არის.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ე.წ. მოსმენების გასაღების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფნა დაუშვებელია.

 


"ვთვლი, რომ პარლამენტში ამ თემაზე დებატები ისევ გაიხსნება, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა „მოსმენების გასაღებს“, რადგან დღემდე ამ ქვეყნის მართვა ხდება პირად თვალთვალზე, მოსმენებზე დაყრდნობით და ამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს სუს-ზე დაყრდნობით", - აცხადებს ნადირაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი