თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.
მელიას განცხადებაზე, რომ უგულავა „არ არის არანაირი შემრიგებელი ადამიანი, ის არის მხარე გიგა ბოკერიას, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი", დედაქალაქის ყოფილი მერი ასე პასუხობს:
”მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს", - განაცხადა უგულავამ და დასძინა: „მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”.
უგულავას თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან , მიხეილ სააკაშვილთან მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. შეხვედრა კი მისივე თქმით, ვერ ხერხდება.
„მიშასთან მქონდა საუბარი, თუმცა, ძნელია მობილურით კომუნიკაცია. საუბარი იყო მოკითხვით, ადამიანურ დონეზე. შეხვედრის სურვილი არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან მე ვერ ვტოვებ ქვეყანას, ხოლო მიშა ვერ ჩამოდის საქართველოში", - აღნიშნა უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.