„რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „გაჩეჩილაძეებს ურჩევს ადვოკატი გამოცვალონ, რადგან რასაც ეს ქალბაატონი ლაპარაკობს ნიშნავს, რომ ადგილი აქვს სიძულვილის დანაშაულს, რაც თავისი შინაარსით არის მძიმე დანაშაული".
მისი თქმით, საქმის კვალიფიკაციის შეცვლას რატი გაჩეჩილაძისა და მისი ადვოკატის იმ განცხადებების საფუძველზე ითხოვს, რომლებშიც სიძულვილის ელემენტები ჩნდება.
"გაჩეჩილაძის ადვოკატს შემიძლია შევთავაზო, მოვიდეს და რამოდენიმეჯერ წამოვარტყამ, თუ ეს არაფერს არ ნიშნავს და მერე დამაჯარიმონ ადმინისტრაციულად. რა თქმა უნდა, არა. გაჩეჩილაძეებს ვურჩევდი ადვოკატი გამოცვალონ. ყველაფერი, რასაც ეს ადვოკატი ლაპარაკობს, მათ წინააღმდეგ მამხილებელი მასალაა იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი ლაპარაკობს, ნიშნავს რომ ადგილი აქვს სიძულვილის დანაშაულს, რაც თავისი შინაარსით არის მძიმე დანაშაული. ამიტომ თუ ეს ყველაფერი მართალია, მათ შორის, რატი გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული პირველსავე დღეს, სავარაუდოდ, ამ ადვოკატის რჩევით განცხადება, შემადგენლობა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სხვა იმიტომ, რომ სიძულვილის ელემენტები აქ ჩნდება და ვაწყდებით დევნას სიძულვილით გამოწვეულს და ძალის გამოყენებით. როდესაც ვსაუბრობ კვალიფიკაციის შეცვლაზე, ვსაუბრობ იქედან გამომდინარე, რასაც ეს ადამიანები საუბრობენ საჯაროდ. მე ნამდვილად არ შეიძლება ვიცოდე შინაგანი მოტივები რატი გაჩეჩილაძის, მე ეს ვიცი მისივე პირადი განცხადებებიდან და მისი ადვოკატის განცხადებებიდან. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ეს კვალიფიკაცია რომელიც ახლა არის საქმეში, არის მსუბუქი და არადაკვატური. ეს არ შეესაბამება რეალობას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩემს მიმართ ბოღმა, ამას ვუშვებ და ჰქონდეს და არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ შეურაცხყოფაში, მით უმეტეს, ისეთ მუხანათურ და სამარცხვინო ფორმებში, როგორითაც ეს გაჩეჩილაძემ ჩაიდინა სიბნელეში, უკნიდან მიპარვით და თავში ჩარტყმით, მით უმეტეს, ამდენი ქალბატონის თანდასწრებით - ამ ფორმას ეს არ უნდა იღებდეს.
მე მქონია შეხლა-შემოხლა იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემთან პრობლემა აქვს, დაურტყამთ და მეც დამირტყამს, მე კი არ ვამბობ, რომ ეს კარგია და სწორი, მაგრამ ამ ფორმის გარჩევა ყოფილა, მათ შორის, ვაკეში რესტორანში. არ მიმაჩნია, რომ კარგი და სწორია, მაგრამ ის, რაც გაჩეჩილაძემ გააკეთა არის სამარცვინო და მუხანათური ყველა პარამეტრით და განზომილებით, ამიტომაც არის ის დღეს მართლმსაჯულების ხელში. მე, რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, სასამართლოს გადავწყვეტილებას ან დავეთანხმო და ან გავაკრიტიკო და არ დავეთანხმო და არ მოვიქცევი ნამდვილად ისე თავხედურად და ისე არაკალიფიციურად, რადგან იურისტიც ვარ, ისე როგორც მოიქცა უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე, რომელმაც უფლება მისცა საკუთარ თავს წინასწარ გაეკთებინა შეფასებები, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე კომენტარები და რჩევები, მათ შორის, პროკურატურის ისე რომ საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობს", - განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
რატი გაჩეჩილაძეს გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.