ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენი სურვილია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ჩვენი საერთო ღირებულებები და მეგობრობა კონკრეტულ აქტივობებში გარდავქმნათ
09-01-2017, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის, რუვენ რივლინის და ნეჩამა რივლინის პატივსაცემად, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და აღნიშნა, რომ "წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ეს ვიზიტი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია".

 


„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კონფესიათა და ცივილიზაციათა თანაცხოვრების მაგალითია. ეს მრავალფეროვნება ქართული სახელმწიფოს ძლიერებაა რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ებრაელთა თემმაც შეიტანა.

 


საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ბრძოლამ ჩვენი თვითმყოფადობის დასაცავად. ჩვენი ქვეყნები დღესაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი და უფრო დაცული მომავლის შექმნას ჩვენი შვილებისათვის.

 


ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დღევანდელი ვიზიტი საქართველოში ნათლად წარმოაჩენს ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა თუ კულტურული თანამშრომლობის უდიდეს პოტენციალს. ჩემი ისრაელში ვიზიტის დროს, მე მომეცა შესაძლებლობა უშუალოდ მენახა თქვენი ქვეყნის შთამბეჭდავი მიღწევები სხვადასხვა სფეროში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველო - ისრაელის მეგობრობის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ისრაელისათვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

 


„მე დღეს აქ მოვედი ისრაელის ხელისუფლებისაგან ნათელი გზავნილით - ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული. ჩვენი სურვილია წინსვლა საერთო ვაჭრობით ყველა სფეროებში და, განსაკუთრებით გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი მიმართულებებით.

 


ჩვენი სურვილია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ჩვენი საერთო ღირებულებები და მეგობრობა კონკრეტულ აქტივობებში გარდავქმნათ.

 


ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით წარმოვთქვა სადღეგრძელო ჩვენი საერთო წარსულის პატივსაცემად, გამოვხატო მადლიერება თქვენი მასპინძლობისათვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და მოკავშირეობის იმედით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ისრაელი“, - განაცხადა რუვენ რივლინმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი