დონალდ ტრამპმა მისი სიძე, ჯერედ კუშნერი, თეთრი სახლის მთავარ მრჩევლად დაასახელა
09-01-2017, 23:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი სიძე, ჯერედ კუშნერი, თეთრი სახლის ერთ-ერთ მთავარ მრჩევლად დაასახელა.

 


35 წლის კუშნერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში და მისი თეთრი სახლის ახალი სამუშაო როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე იქნება ორიენტირებული.

 


ჯერედ კუშნერი, რომელიც არჩეული პრეზიდენტის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზეა დაქორწინებული, ქონების დეველოპერი და ფართო ბიზნეს-ინტერესების მქონე ბიზნესმენია.

 

 

 

 

 


„დემოკრატებმა“ დაუყოვნებლივ გააკეთეს მოწოდება ახალი დანიშვნის განხილვის შესახებ. ისინი ნეპოტიზმის კანონს და პოტენციურ კონფლიქტზე აკეთებენ აქცენტს.

 


წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტის წევრებმა დაჟინებით მოუწოდეს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის ეთიკის ოფისს ჩაერიოს პროცესში.

 


უფრო ადრე ტრამპი გამოეხმაურა მისი სიძის წარდგენას ახალ პოსტზე და შეაფასა ეს, როგორც „უზარმაზარი ღირებული შენაძენი“ და გამოხატა სიამაყის გრძნობა, რომ მას ადმინისტრაციაში „მთავარი ხელმძღვანელის როლი“ მისცა.

 


კუშნერი შეუნაცვლებელი ფიგურა იყო ტრამპის თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე.

 


„გულწრფელად გეტყვით, ჯერედი ძალიან წარმატებული პერსონაა უძრავი ქონების ბიზნესში. მაგრამ მე ვფიქრობ, მას პოლიტიკა უფრო მოსწონს, ვიდრე უძრავი ქონების სფერო“, - განაცხადა ტრამპმა მის სიძეზე, ჯერედ კუშნერზე, 2016 წლის მაისში, ინდიანას შტატში პრაიმერში გამარჯვების შემდეგ სიტყვის წარმოთქმისას, ამ დროს კი მის გვერდით ხელმარჯვნივ კუშნერი იდგა. „მაგრამ ის ძალიან კარგად ერკვევა პოლიტიკაში“.

 

 

დასავლური მედია ხშირად წერდა იმაზე, რომ ჯერედ კუშნერს ტრამპზე დიდი გავლენა აქვს და არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებების უკან ხშირად ის დგას

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი