თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე მოწმეების დაკითხვა უნდა მომხდარიყო, სასამართლო პროცესი გადაიდო.
პროცესის ერთი თვით გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დააყენა, თუმცა, აღნიშნული შუამდგომლობა მოასამართლემ არ დააკმაყოფილა.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განმარტებით, მოსამართლე მაია შოშიაშვილმა პროცესი საკუთარი ინციატივით ორი დღით გადადო.
"მაია რჩეულიშვილის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ თავისი ინიციატივით, 2 დღით გადადო სასამართლო პროცესი, რათა გაირკვეს მაია რჩეულიშვილი სად იმყოფება, სად გადაიყვანენ - სამედიცინო დაწესებულებაში, ციხეში მოხდება მისი დაბრუნება თუ ისევ დარჩება კლინიკაში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა, რომლის თქმითაც დღეს ბრალდების მხარის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი განაცხადა.
"დღეს გაჟღერდა ახალი ინფორმაცია, რომ მაია რჩეულიშვილმა საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირ მკურნალობაზე. ჩვენთვის უცნობია ეს ინფორმაცია. დაცვის მხარე აუცილებლად შევეცდებით გავარკვიოთ ეს ინფორმაცია", - აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაცვის მხარის ადვოკატების შუამდგომლობა, პროცესის ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით, მიზნად საქმის განხილვის პროცესის გაჭიანურებას ისახავს.
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ იმ კლინიკის ხელმძღვანელს, სადაც მაია რჩეულიშვილი იმყოფებოდა, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
„ჩვენ ვამბობთ, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას. ამით ცდილობენ პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
პროკურორის თქმით, 12 იანვრის დანიშნულ სასამართლო პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეები წარმოადგენენ ბრალდებულის პოზიციას სასამართლო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თუ კიდევ იქნება დაყენებული შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ პროცესის გადადებაზე, სახელმწიფო ბრალდება ჩათვლის, რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას და შესაბამისად, მოითხოვს, რომ სასამართლო განხილვები ბრალდებულის დაუსწრებლად გაგრძელდეს.
შემდეგი სხდომა 12 იანვარს ჩაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.