თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო.
სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, „თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში“ მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგაარეო უწყების პირველი პირი ასევე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერ მინისტრთან ბინალი ილდირიმთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან და პარლამენტის ვიცე სპიკერთან, აჰმეთ აიდინთან შეხვედრებს გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.