თბილისის მერი დავით ნარმანია ხეების სანიტარულ ჭრასთან დაკავშირებით, IDFI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.
ნარმანია კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც წინა წლებთან შედარებით 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის დაზიანებულის სტატუსი მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა, აცხადებს, რომ დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარულ ჭრებს უკავშირდება, რომელიც სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განახორციელდა.
„2016 წელს ჩვენ ვახორციელებდით სანიტარულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ ხდებოდა ხეების მდგომარეობის შეფასება, მათი ნუმერაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხეების მოჭრა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ციფრების ზრდა, თუმცა სანიტარული ჭრები არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს“, - განაცხადა ნარმანიამ.
IDFI-ის ცნობით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.