ირაკლი კობახიძე: ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი
10-01-2017, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

"მიმდინარეობს კონსულტაციები მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასეთი ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი კანონის გადასინჯვა", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გუშინ კამპანია სამოქალაქო საზოგადოებრივ მოძრაობა „ეს შენ გეხება“ წევრებს შეხვდნენ.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტში უკვე შეიქმნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი მოდელის ჩამოყალიბება.

 

 

ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით კამპანიას „ეს შენ გეხება“ შემუშავებული აქვს კანონპროექტები: „ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამასთან, წარმოდგენილი იყო ახალი კანონის პროექტი „საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შესახებ“.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი