„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, 12 იანვარს რამდენიმე დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებს.
კალანდაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა, პარტიის წევრთა ნაწილი მოვლენების სწორედ ამ კუთხით განვითარებას ვარაუდობს.
„დადასტურებულად ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 12 იანვარს გაკეთდება განცხადება, რომ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ ლოგიკური ნაბიჯი იქნება, რომ ეს ადამიანები დატოვებენ პარტიას. ამის შემდეგ იქნება დამოუკიდებელ პარტიაზე საუბარი თუ არა, თავად გვაცნობენ“, - განაცხადა ნინო კალანადაძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ე.წ. გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას ფრთის წარმომადგენლებს ჰქონდეს პარტიის ოფისსა და სახელზე პრეტენზია, ნინო კალანდაძე პასუხობს:
„სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ. 20 იანვრის ყრილობა დაგეგმილია და გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს მიღებული აქვს. შესაბამისად, მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 20 იანვარს 7 000-კაციანი დელეგატების შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიის სამომავლო გეგმებზე დამოუკიდებლად იმისა, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოქმედი პოლიტსაბჭოდან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.