საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი მიიღო. პარლამენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ადამიანთა დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. რუვენ რივლინიმ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარება, ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.
რუვენ რივლინის განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობა.
მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება. ორი კვირის წინ დაახლოებით ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც მონაწილეობდნენ პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რამდენიმე ვიცე სპიკერი იყო ჩამოსული საქართველოში და ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების. ამ მიმართულებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუვენ რივლინის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოსთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.