თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს, აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"აღნიშნეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა. ამ მიმართულებით, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიღებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.
ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის ორი ქვეყნის კანონმდებელთა აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის წარმატება. აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისა და სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მნიშვნელობაზე.
თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის შემდგომ მინისტრმა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის პარლამენტის შენობის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.