მიხეილ ჯანელიძე ბინალი ილდირიმს შეხვდა
10-01-2017, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის პოზიტიური დინამიკა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოხატა უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. მიხეილ ჯანელიძემ თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას თანადგომა გამოუცხადა.

 

 

თურქეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს თურქეთში, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს საქართველოს მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ბინალი ილდირიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს საქართველოს საკითხებზე თურქეთის მტკიცე პოზიციისთვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

 

"შეხვედრისას მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ორხმრივი თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ მხრივ მიმოხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფართოების სპეციფიკა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის პირველი ეტაპის დასრულების სავარაუდო ვადები და სხვა ეკონომიკური პროექტების იმპლემენტაციის მიმდინარეობა.

 

 

ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა გაგრძელდეს მუშაობა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რომლის მორიგ შეხვედრას საქართველო მიმდინარე წელს უმასპინძლებს.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი ცდება რეგიონულ თანამშრომლობას და იძენს უფრო ფართო, საერთაშორისო მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი