საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მომხდარი გუშინდელი დაპირისპირება დაგმო და მას აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა. ამავე დროს მან თქვა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ აგრესიულად უპასუხეს მოქალაქეებმა, რომელთა შეშფოთებისაც ღარიბაშვილს ესმის.
"მე მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების მიზეზი. მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას, დღესაც ბედავენ და იცავენ იმ მკვლელებს და სადისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აწიოკებდნენ რეგიონს, სამეგრელოს კონკრეტულად. მთელ საქართველოში იყო გამეფებული სადამსჯელო ოპერაციები. მე მესმის მათი გაბრაზების მიზეზი, მაგრამ მინდა მოვუწოდო მათ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ამგვარი ქმედებებით ჩვენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ხელს უწყობენ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებას. ისინი ჩაგრულად მოაჩვენებენ თავს მთელს მსოფლიოს და ამით ქვეყანა ზარალდება. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ არ უნდა დაუშვან არც ერთი პროვოკაცია და ნებისმიერი პროვოკაცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღკვეთილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.