პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, „ვინც დაინტერესებულია მოსმენებით, ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ვინც მეთვალყურეობას ახდენს, მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა".
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებული უფლებამოსილებები სხვადასხვა სტრუქტურებში უნდა იყოს გაფანტული.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სისტემიდან მოვდივართ. ეს სისტემა ხასიათდება მარტივად იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა მრავალათასიანი არქივი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ადამიანების, პოლიტიკური მოღვაწეების მართვა, შანტაჟი, დევნა. ძალიან ბევრ კითხვას ამ სისტემის არსებობასთან დაკავშირებით პასუხი არ გაეცა. ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, გავითვალისწინოთ ეს ისტორია, გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ჩვენი ყველა მოქალაქის უსაფრთხოების ინტერესი. ამიტომ ეს მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველა ამ ფასეულობის შეჯერება მოხდება. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ამ სისტემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს.
შეხვედრაში, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დეპუტატები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გუშინ კამპანია სამოქალაქო საზოგადოებრივ მოძრაობა „ეს შენ გეხება“ წევრებს შეხვდნენ, რის შემდეგაც, კომიტეტში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით კამპანიას „ეს შენ გეხება“ შემუშავებული აქვს კანონპროექტები: „ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამასთან, წარმოდგენილი იყო ახალი კანონის პროექტი „საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შესახებ“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.