გიგი უგულავა: პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის - არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია
10-01-2017, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ერთი ნაწილი პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადებას 12 იანვარს გააკეთებს, არც უარყოფს და არც ადასტურრებს.

 

 

უგულავა აცხადებს, რომ „ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოზარეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც შეუძლებელია წინსვლა და პროგრესი, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად დარჩები - აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები „ნაციონალურ“, პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს“.

 


დედაქალაქის ყოფილი მერის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" გაყოფილი კი არა, დანგრეულია".

 

 

„ეს პარტია აღარ არის ერთიანი. ეს პარტია გაყოფის წინაშეა. როდესაც ადამიანები ერთმენთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში", - აღნიშნა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი