იანოშ ჰერმანი: მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ მიმართულებით საქართველოს როლითა და შესაძლებლობებით
10-01-2017, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის ქვეყნების წინაშე მდგარი მიგრაციის პრობლემატიკა განიხილეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის შორის გამართულ შეხვედრაზე.

 

 

პარლამენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი იმ ინტერესებს შეეხო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან, კონკრეტულად, მიგრაციის საკითხებთან მიმართებით გააჩნია.

 

 

ელჩის განცხადებით, მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ მიმართულებით საქართველოს როლითა და შესაძლებლობებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ საკითხს ერთი კოორდინატორი ჰყავდეს პარლამენტში.

 

 

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და მიგრაციული თემატიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების კონცენტრირება სწორედ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მოხდება.



შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმით და პრიორიტეტებითაც დაინტერესდა.

 


მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება.

 

 

„საქმიანი ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან წლებია საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზეც პარლამენტის კომიტეტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი