ღარიბაშვილი გმობს მოსწავლეების მიყვანას ციხის კადრების საჩვენებლად, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს იყო "თავისუფალი ზონის" პროვოკაცია
16-03-2015, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, სკოლების მოსწავლეების ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე დასწრებას არ მიესალმება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რადგან კინოჩვენებაზე "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

 

"არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში. თუმცა, მე როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მგონი დღეს აღარ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც უყურებენ "ჯერ კიდევ გამომწვევად" მოქმედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, თუმცა პრემიერი იმედოვნებს, რომ საზოგადოება დამშვიდდება.

 


არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის კულტურის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი