სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება, - პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტულ დეტალებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, მთავრობის სხდომის შემდეგ, აღნიშნული პროცესი და შესაბამისი პროცედურები ძალიან დეტალურად განმარტოს, რათა ყველა შესაძლო შეკითხვა ამოიწუროს.
„ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და ასევე, საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.