საქართველოში კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში, შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ინვესტიცია 130 000 ლარია;
ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით 25 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის შეფასებით, თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწყებული ეს პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრები.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ ექნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა თუ საქართველოს მოსახლეობას, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ცხელი სადილი ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში, არის, საღამოს სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელი და ადგილობრივი პროდუქციის შეძენისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს კავშირი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.