არაბთა გაერთიანებული საამიროების 5 დიპლომატია მოკლული ავღანეთში, ყანდაღარში ბომბის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

(არაბთა გაერთიანებული საამიროების განცხადებით, ოფიციალური პირები "ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და განვითარების პროექტებში" იყვნენ ჩართულნი)
ალ-ჯაზირას ცნობით, სამშაბათს ყანდაღარის გუბერნატორის სტუმართა სახლზე განხორციელებული თავდასხმისას სერიოზული დაზიანებები მიიღო ელჩმა, ჯუმა ალ-ქააბიმ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 5 დიპლომატის გარდა, ასევე დაიღუპა რამდენიმე სხვა ადამიანი. ათეულობით დაჭრილებს შორისაა ყანდაღარის გუბერნატორიც.
ერთ-ერთი ავღანური სააგენტოს ცნობით, ბომბი სტუმართა სახლში, სავარძლის ქვეშ იყო დამალული. ღონისძიებას მხარის პოლიციის უფროსიც ესწრებოდა, თუმცა იგი არ დაშავებულა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
სამშაბათს, პიკის საათებში, ქაბულში, ავღანეთის პარლამენტთან ახლოს ორი ბომბის აფეთქება განხორციელდა, რის შედეგადაც მოკლულია სულ მიცრე 30 და დაჭრილია 80 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.