მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა
11-01-2017, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის დღის წესრიგში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს.

 

 

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო შეხვედრის გამართვის საკითხზე. ამასთან, მინისტრებმა დააფიქსირეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობა.



შეხვედრაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისთვის.



ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წარმატებულ დინამიკას და დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესი.



შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დროულად ამოქმედების აუცილებლობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობა.



ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს და ეს 25 წელი იყო სამაგალითო ჩვენი პარტნიორობით, თანამშრომლობით და მეგობრობით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და ამ ურთიერთობებზე დაყრდნობით ვავითარებთ ასევე შესანიშნავ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ერთად ვავითარებთ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ენერგო პროექტები, ელექტროენერგიის ტრანზიტი და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მეზობლებისთვის და რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი