ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებისგან ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ახალციხეში განუცხადა.
ხადურის განცხადებითვე, ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ მარტში გადასახადებიდან 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. როგორც მან თქვა, სამინისტროების მიერ წარდგენილი ვარიანტების გარდა, ფინანსთა სამინისტროს საკუთარი გეგმებიც აქვს შემუშავებული.
„დღეს სამინისტროებისგან ინფორმაციების მიღება დასრულდა, მიმდინარეობს აღნიშნული მონაცემების დამუშავება. ჩვენ ჩვენი ვარიანტი და ასევე, სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ვარიანტები გვაქვს და კომუნიკაციას ვაგრძელებთ. როგორც კი საბოლოო გათვლები გაკეთდება, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ერთი რამ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემცირება არ შეეხება. ამ წუთის მდგომარეობით, მხოლოდ მარტში, გადასახადებიდან 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. ასე რომ, ჩვენ ვაკვირდებით როგორი იქნება შემოსავლების დინამიკა და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ძირეული ანალიზის საფუძველზე მივიღებთ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, თავად ფინანსთა სამინისტრო წელს თანხებს საკმაოდ ბევრი მიმართულებით დაზოგავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.