საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, 1 ხიდის, 1 რკინიგზის გადამკვეთი გზაგამტარის რეაბილიტაცია და 1 ახალი ხიდის მშენებლობა. მათივე ცნობით, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. მოეწყობა საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ამ დროისათვის, ხიდებისა და გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. თეთრიწყაროს გასასვლელთან და სრულდება სოფ. ჭივჭავის გადასახვევთან. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტებს შორის მიმოსვლა, ადგილობრივი მოსახლეობა და გზით მოსარგებლეები განახლებული გზით, შეძლებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას.
პროექტი 2015 წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის იანვრის თვეში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა მისი ღირებულება 4 990 567 ლარია", - განმარტავენ გზების დეპარტამენტში.
ჩატარებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.