მე გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ტარიელ ლონდარიძე სოციალურ ქსელში.
ლონდარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება ვერ შეძლო.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია, რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხვტა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო გაივლის, ნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, მე კი გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ დადგება კვლავაც გაერთიანების დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე ფლანგიდან", - წერს ლონდარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.