საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე, „ვარდების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა.
„როგორც მე დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს. შესაძლოა, მაშინვე ჯობდა, ალბათ, მეტი განმარტებების გაკეთება, მაგრამ ერთი საათია გასული და მე მგონია, არც ახლა არის გვიან.
რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია „ვარდების მოედნის“ ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემ ეს ასე გაიგო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის, არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში.
ეს არის ის მწარე რეალობა რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შს სამინისტროს და ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა, ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. პრობლემა იმ კუთხით, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.
ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და უფრო მეტიც, ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი, რომ გადაწყდეს რაც შეიძლება მალე. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ემოციების აგორება, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ და სტიქიურად არ უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა.
მე ძალიან კარგად მესმის, რომ არის ემოციური საკითხი, ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონის დარღვევის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოეულ ინვესტორს, ვინც აქ აკეთებს ინვესტიციებს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხდება კანონდარღვევა ბევრი კუთხით. პროსტიტუცია არის კანონდარღვევა საქართველოში, განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, იმიტომ, რომ ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია ამის ყურება, იქ რაც ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ. მე იმიტომ გამოვიტანე საჯაროდ, იმიტომ მივეცი დავალება სახელმწიფო ინსტიტუცებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.