პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქყვეყნებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურაში შესვლამდე ელისო კილაძემ არ გამორიცხა, რომ მას შესაძლოა დღეს ბრალიც კი წარუდგინონ.
კილაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გახდა მისი ხელმეორედ დაკითხვა საჭირო მაშინ, როდესაც მთავარ სამმართველოში ამ საკითხზე იგი აგვისტოში ერთხელ უკვე დაკითხეს და კადრების სრული ჩანაწერი მას საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემული აქვს.
„ისინი კითხულობენ მხოლოდ კანონის მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია: ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში არის ჩამოთვლილი მუხლები, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება... თუ მიდიან „ქრონიკა+“-ის დახურვაზე, ეს არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს ალბათ, მკაფიოდ მეტყვიან. თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ეს კანონი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ამ კანონის დარღვევა და ვერც ერთ შემთხვევაში, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული... უნდა დაველოდოთ... (ჟურნალისტის შეკითხვა: ელოდებით ბრალის წარდგენას?) არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა და პოლიტიკური დამკვეთების პროკურატურა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ასეც მოხდეს“, - განაცხადა ელისო კილაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.