პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11-01-2017, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპატრამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 


"დაკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა. შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს", - განმარტავენ უწყებაში.

 


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი