„გირჩის" ოფისში სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა მას ოფისის ჩხრეკის უფლების თაობაზე, სასამართლოს განჩინება წარუდგინეს.
„დღეს რატომ მოვიდნენ, მე პასუხი არ მაქვს. იგივე შეიძლებოდა განეხორციელებინათ 31-ში ღამე, ან პირველში ან ორში - რატომ გადადეს არ ვიცი. დღეს, დაახლოებით, 45 წთ-ის წინ მოვიდნენ შსს-ს წარმომადგენლები, წარმომიდგინეს განჩინება სასმართლოსი, რომ მათ აქვთ ჩხრეკის უფლება. ამის შემდეგ ველოდებოდით ექსპერტების მოსვლას, რომლებმაც რაღაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ოფისში. ამ წუთში ვართ ამ რეჟიმში, რომ პრინციპში გვაცლევინებენ ოფისს. მე დავრჩები ალბათ ერთადერთი ოფისში, რომელსაც რაღაც საბუთებზე ხელისმოწერა მომიწევს. არ ვიცი რას გააკეთებენ, სავარაუდოდ, ქოთნებს ამოიღებენ და შეამოწმებენ ნამდვილად არის თუ არა იქ მარიხუანა. სხვა მეტი გამოსაძიებელი არაფერია იმიტომ, რომ რაც გავაკეთეთ იყო ისედაც საჯარო....
31 დეკემბერს, საღამოს ჩვენ ჩავიდინეთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ჩვენ მიზანმიმართულად დავარღვიეთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ჩვენი აზრით მე-2 ან მე-3 ნაწილი, თუმცა, განჩინებაში უწერიათ 1-ლი ნაწილი....
ჩვენთვის ეს არის ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის, ეს არ არის კონკრეტულად მარიხუანას საქმე, მნიშვნელობა არ აქვს მარიხუანა იქნება აკრძალული თუ სხვა რამე. ჩვენ დავიცავთ ადამიანის თავისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი და შესაბამისად, რეაგირებაც არის პოლიტიკური", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
პოლიტიკური ცენტრის ოფისში მუშაობას ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები განაგრძობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.