სერგო რატიანი „ნაციონალური მოძრაობის" 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
11-01-2017, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. რატიანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური, მიხედავად ამისა, „მე მოვალე ვარ გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად".

 

 

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო და დაამტკიცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესი“ რომლის თანახმად, ყრილობის გამართვის თარიღად 20 იანვარი, ხოლო დელეგატების რაოდენობა 7000-ით განისაზღვრა.

 

 

მე, როგორც აღმასრულებელმა მდივანმა, მეორე დღესვე მივმართე წერილობით სპორტის სასახლის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღეში გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად, თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 18 იანვარი.

 


საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ დღეისათვის პოლიტიკური საბჭოს არ დაუმტკიცებია ყრილობის სამართლებლივად ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

 


მოგახსენებთ, რომ ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისიისა“ და მისი მხარდამჭერების არჩეული გზით, 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა შეუძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურად, იურიდიულად გამართულად და სათანადოდ ორგანიზებულად.

 


მიუხედავად ამისა, რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პატიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად", - აღნიშნულია რატიანის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი