კრემლმა უარყო განცხადებები, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს დონალდ ტრამპის შესახებ მაკომპრომიტირებელი მასალები გააჩნიათ
11-01-2017, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრემლმა უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებს დონალდ ტრამპის შესახებ მაკომპრომიტირებელი მასალები აქვთ მოპოვებული.

 

 

კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბრალდებები „მონაგონია“ და „ურთიერთობების დაზიანების მკაფიო მცდელობაა“.

 


დაუმტკიცებელი განცხადებების მიხედვით, რუსეთს გააჩნია ინფორმაცია შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის პროსტიტუციაში ჩართულობის შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია საიდუმლოდ დაუკავშირდა მოსკოვს.

 


ტრამპმა კი გავრცელებული ცნობები დაგმო.

 


ამბის დამოწმების გარეშე, არჩეულმა პრეზიდენტმა „თვითერზე“ დაწერა: „ყალბი ახალი ამბავია - სრული, პოლიტიკურ კუდიანებზე ნადირობა!“

 


ტრამპი ოთხშაბათს, თეთრ სახლში შესვლამდე 9 დღით ადრე, პრეს-კონფერენციას გამართავს.

 


როგორც BBC წერს, ახლა არჩეული პრეზიდენტისთვის უხერხული დროა დამდგარი. გასულ კვირას შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა თავიანთი ანგარიშის არასაიდუმლო ნაწილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის ბრძანებით, რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, ჰაკერული გზით ჩაერია ამერიკის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


ამის პარალელურად კი, დაუსაბუთებელი ცნობები ვრცელდება ამერიკულ მედიაში, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვს გააჩნია ზიანის მიმყენებელი ინფორმაცია არჩეული პრეზიდენტის ბიზნეს ინტერესებზე და მისი ავხორცი პირადი ცხოვრების ვიდეო სამხილები.

 

კომენტარები: 1
#1   beqa123
      
აბა მაქო ხოარ იტყოდაა :D swrafi sesxebi
11 იანვარი 2017 06:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი