რომან გოცირიძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შესახებ: „შემდეგი სამიზნე იქნება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, ანუ ფაქტობრივად, გრძელდება მცოცავი ეკონომიკური ანექსია“
11-01-2017, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, - რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, „იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას“ – პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძე „კაპიტულანტურ ქმედებად“ აფასებს და ამბობს, რომ „მცოცავი ეკონომიკური ანექსია“ გრძელდება, „შემდეგი სამიზნე“ კი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი იქნება.

 


აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გოცირიძემ „რუსთავი 2“-თან გააკეთა.

 


„მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას „გაზპრომთან“, ეს არის კაპიტულანტური ქმედება, ეს არის სერიოზული დანაშაული, მე ვიტყოდი, და მე შემიძლია განვაცხადო თამამად, რომ საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლება, ვინაიდან არავითარი საფუძველი არ არსებობდა ამ ხელშეკრულების ამ ფორმით გაფორმებისა. 15 წელია მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლო ხელშეკრულება, რომელიც მძიმე პერიოდშიაც კი ვერ მოახერხა, რომ „გაზპრომს“ შეეცვალა... მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის რუსეთისგან ზეგავლენას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამავე დროს პირადი ინტერესები. ხვალ სამიზნე იქნება უკვე „თბილგაზი“ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ყაზტრანსგაზმა“ რუსეთს მიყიდოს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა. შემდეგი სამიზნე იქნება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, ანუ ფაქტობრივად, გრძელდება მცოცავი ეკონომიკური ანექსია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი