გერმანიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 2016 წელს 280 000 თავშესაფრის მაძიებელი შევიდა, რაც 600 000-ზე უფრო მეტად შემცირებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შემცირება 2016 წელს ბალკანეთის მარშრუტის დაკეტვამ და ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა საკითხზე მიღწეულმა შეთანხმებამ განაპირობა.
საბერძნეთის და ბალკანეთის გავლით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 890 000 ადამიანი შევიდა გერმანიაში, როგორც მიგრანტი და ლტოლვილი.
ისინი გერმანიას მას შემდეგ მიაწყდნენ, რაც კანცლერმა ანგელა მერკელმა თავშესაფართა მაძიებლების შესახებ დროებითი ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა.
როგორც BBC წერს, მისი გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა ევროკავშირის წესები თავშესაფრის მაძიებელთა რეგისტრაციის შესახებ, ევროკავშირის პირველ სახელმწიფოში, სადაც ისინი შევიდნენ, მიზნად ისახავდა სირიის კონფლიქტის გამო ქვეყნიდან გამოქცეულთა მზარდი რაოდენობისთვის თავშესაფრის მიცემას, მაგრამ ამით სხვა ეროვნების ადამიანებმაც ისარგებლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.