საქართველოს საგარეო უწყება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11-01-2017, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს 2017 წლის 10 იანვარს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰსა და ქალაქ ყანდაჰარში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელთა შედეგად დაიღუპა ორმოცდაათზე და დაშავდა ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საემიროების ჰუმანიტარული მისიის ხუთი წარმომადგენელი.



ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო, მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება არსებული გამოწვევების დაძლევა.



საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს როგორც ავღანეთის, ისე არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი