სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა
11-01-2017, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARD I-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები განიხილა.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARD I-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება.

 


"შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით, კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი