მიხეილ ჯანელიძე, რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია
11-01-2017, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარისა და ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა თავის ირანელ კოლეგასთან, მუჰამედ ჯავად ზარიფთან გამართა.

 

 

შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

 

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკაში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, 82 წლის ასაკში გულის შეტევით, კვირას, 8 იანვარს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

 

იგი პრეზიდენტად 1987 წლიდან 1997 წლამდე მსახურობდა და 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ კენჭისყრის დროს მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დამარცხდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი