საქართველოს პრემიერ მინისტრი ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
11-01-2017, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს, ირანის ელჩს მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 


„აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი აქტიურად ედგა გვერდში საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მისი წვლილი, დამოუკიდებელი საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ძალიან ფასეულია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის სამძიმრის წერილში.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკაში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, 82 წლის ასაკში გულის შეტევით, კვირას, 8 იანვარს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.    

 

 

იგი პრეზიდენტად 1987 წლიდან 1997 წლამდე მსახურობდა და 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ კენჭისყრის დროს მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დამარცხდა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი