დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე CNN -ის შეუპოვარ ჟურნალისტს, როგორც ამას ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ჯიმ აკოსტას კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.
აკოსტა: შეგიძლიათ მოგვცეთ შესაძლებლობა?
ტრამპი: თქვენი ორგანიზაცია საშინელებაა.
აკოსტა: თქვენ თავს ესხმით ჩვენ ახალი ამბების ორგანიზაციას, შეგიძლიათ მოგვცეთ შესაძლებლობა დაგისვათ შეკითხვა, ბატონო? ბატონო, შეგიძლიათ...
ტრამპი: წყნარად.
აკოსტა: ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, შეგიძლიათ თქვათ...
ტრამპი: ნუ იქნებით უზრდელი.
აკოსტა: შეგიძლიათ მოგვცეთ შეკითხვის დასმის საშუალება მას შემდეგ რაც თქვენ თავს დაგვესხით? შეგიძლიათ მოგვცეთ შეკითხვის დასმის საშუალება?
ტრამპი: ნუ იქნებით უზრდელი. არა, მე არ მოგცემთ შეკითხვის დასმის საშუალებას. მე არ მოგცემთ შეკითხვის დასმის საშუალებას.
აკოსტა: შეგიძლიათ დაამტკიცოთ...
ტრამპი: თქვენ ყალბი ახალი ამბები ხართ... წინ წავიწიოთ...
CNN-მა დაუსაბუთებელი ცნობები გაავრცელა იმის შესახებ, რომ მოსკოვს გააჩნია ზიანის მიმყენებელი ინფორმაცია არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბიზნეს ინტერესებზე და მისი ავხორცი პირადი ცხოვრების ვიდეო სამხილები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.