თბილისში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
11-01-2017, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" იუწყება, რომ თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

 


ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. 

 

 

"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. 

 

 

პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი