თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე წუხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.
პოლიციის თანამშრომელი ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ შენიშვნა მისცა, რასაც მათი მხრიდან აგრესია და თავდასხმა მოჰყვა.
დაზარალებული „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანეს. პოლიციელს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.
მომხდარზე გამოძიება, თბილისის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.