თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან.
როგორც მაია რჩეულიშვილის ადვოკატი, მარიამ ცუცქირიძე აცხადებს, დღეს თეთრი მაგნოლიას ბუღალტერების დაკითხვა მოხდება.
„სასამართლო პროცესზე იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვა. ეს გახლავთ თვითონ თეთრი მაგნოლიას ბუღალტრების დაკითხვა. მაია რჩეულიშვილს კვლავ უნდა და არ შეუცვლია თავისი პოზიცია და ძალიან უნდა რომ მონაწილეობა მიიღოს ამ მოწმეების დაკითხვაში და კვლავ სთხოვს სასამართლოს, რომ მისი დასწრების გარეშე არ ჩატარდეს სასამართლო სხდომები", - განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას მარიამ ცუცქირიძემ.
მაია რჩეულიშვილი საკუთარი მოთხოვნით საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.