ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კვაჭაძემ განაცხადა, ორივე პაციენტი მკურნალობას ჩვეულებრივ პალატაში განარძობს.
„ორივე პაციენტის მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღმოუჩნდა სამედიცინო დახმარება ორივე პაციენტს რაც ესაჭიროებოდა. ორივე პაციენტი იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში. უტარდებათ მკურნალობა, რაც ეკუთვნით. არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ.
კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში და რა ტიპის დახმარება გაუწიეს მათ ექიმებმა, კვაჭაძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მისივე თქმით, სამართალდამცველები პაციენტებთან ჯერჯერობით არ ყოფილან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.