მიხეილ ჯანელიძე ლიტვის რესპუბლიკას ეწვია
12-01-2017, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017”.

 

 

"ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე დაგეგმილ სესიაზე. აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

 

 

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ასევე სიტყვით გამოვლენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი კშიშტოფ შჩერსკი და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექასნდრე ვერშბოუ.

 

 

ვიზიტის პირველ დღეს, ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტს შეხვდება.

 

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო სესიები დისკუსიების ფორმატში, რომლებიც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებსა და ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკას დაეთმობა.

 

 

საქართველოს დელეგაცია მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი