პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხმა დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩეხეთის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის სპიკერებისგან მილოცვის წერილები გადასცა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები მიმოიხილეს. ტომაშ პერნიცკის განცხადებით, საქართველო ჩეხეთისთვის პრიორიტეტულ ქვეყანად მიიჩნევა, რაც გამოიხატება იმ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოს მიმართ ყოველწლიურად ახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთის მხარესთან საპარლამენტო კონტაქების კიდევ უფრო გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის შემდეგ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური და დინამიური გახდება. მანვე ჩეხ დიპლომატს საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება პარლამენტის ინსტიტუციურ და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე გაამახვილა.
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ინსტიტუტებში და ორგანიზაციებში ჩეხეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერისთვის ჩეხეთის ელჩს მადლობა გადაუხადა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტად სტუმრობის მზადყოფნა გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.