„მძიმე ბრექსიტი“ იქნება „ყველაზე დიდი უბედურება“, რამაც კი შეიძლება მიაყენოს დარტყმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს მრავალი წლის განმავლობაში, - განუცხადა უნივერსიტეტის ხელმღვანელმა პარლამენტის წევრებს.
ალასტარ ფიტი, ოქსფორდ ბრუკსის ვიცე კანცლერი ამის გამამყარებელ სამხილებს განათლების კომიტეტის წევრებს ოქსფორდის უნივერსიტეტში სპეციალურ სესიაზე აძლევდა, რომელიც პემბროკის კოლეჯის ჩინებული პანორამის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტარები დაინტერესებული იყვნენ გაეგოთ, რა იქნებოდა „ბრექსიტის“ გავლენა დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო სექტორისათვის.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, ძნელია მოიძებნოს რომელიმე სექტორი ქვეყანში, რომელიც შეიძლება ისე ეწინააღმდეგებოდეს „ბრექსიტს“ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას), როგორც ამას უმაღლესი განათლების სისტემა. ამგვარად, ალბათ სიურპრიზი არ იქნებოდა პარლამენტარებისთვის იმ გზავნილის მოსმენა, რომ ევროკავშირის დატოვება ავის მომასწავებელი პერსპექტივა იქნებოდა უმაღლესი განათლებისა და კვლევის სექტორისთვის.
პროფესორმა კატრინ ბერნარდმა, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, უთხრა პარლამენტის წევრებს, რომ მათმა უნივერსიტეტმა ამ წელს იხილა 14%-ით შემცირება განცხადებებისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
უნივერსიტეტმა შეკითხვა დასვა, თუ რატომ აცხადებენ კემბრიჯში სწავლის შესაძლებლობაზე უარს პოტენციური სტუდენტები, და როგორც პროფესორმა ბერნარდმა თქვა, მიზეზებს შორის დასახელდა შიშები „ანტი-ემიგრანტული გრძნობის“ თაობაზე და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო კვლევებში ჩართულობის გაურკვევლობა.
პროფესორმა ბერნარდმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ნიჭიერი მათემატიკოსები კემბრიჯში, ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი, სწავლის დასრულების შემდეგ თავიანთი მოღვაწეობის გაგრძელებას სხვაგან მოისურვებენ.
განათლების კომიტეტის წევრებმა მოისმინეს გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ ელიტურ კვლევით ინსტიტუტში, თანამშრომელთა სულ მცირე 2/3 ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის გარეთ ცხოვრობენ და რომლებიც, გაურკვეველია ისურვებენ თუ არა „ბრექსიტის“ შემდეგ ქვეყანაში დარჩენას ანდა ექნება თუ არა მათი დატოვების სურვილი თავად ბრიტანეთს ან კიდევ, წაიყვანენ თუ არა მათ კვლევითი სფეროს მეტოქეები გერმანიასა თუ ჩინეთში, რომ ზარალი მიაყენონ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას?
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები ასევე სწავლის საფასურის ახალი რეგულაციების დაწესების დილემის წინაშეც დადგებიან. ქვეყნის ამჟამინდელი უმაღლესი საგანმანათლებლო პოლიტიკის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები გაცილებით, 1/3-ით და მეტით ნაკლებსაც კი იხდიან სწავლისათვის, ვიდრე სხვა ქვეყნების, ჩინეთის, რუსეთის და ა.შ. სტუდენტები. ექნებათ კი სურვილი და შესაძლებლობა მათ, რომ არსებული საფასურის შეცვლის შემდეგ წელიწადში 17 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ, როგორც ამას სხვები იხდიან? ასევე, დღის წესრიგში დადგება საკითხი, თუ როგორი იქნება სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომელთაც ამჟამად ვიზა არ ესაჭიროებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.