„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ პარტიიდან წასვლის დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბოკერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობაში 7 000 დელეგატი მიიღებდა მონაწილეობას".
მისი თქმით, ბოკერიამ იცის, რომ ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის" 7 000 წევრი, რომელიც მხარს მას დაუჭერს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვინ თუ არა მათ, ძალიან კარგად იციან, ბოკერიამ ძალიან კარგად იცის, როდის მიიღო ეს გადაწყვეტილება - მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ 7 000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას ყრილობაში. უბრალოდ ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის" 7 000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან, სხვადასხვა ასე ვთქვათ, რაიონებიდან რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, რომ თითქოს ისინი არიან ბევრნი", - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს, 15:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.