„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს პარტია დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ ხდება „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა.
როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიაში უთანხმოება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის ყრილობის საკითხთან დაკავშირებით გამწვავდა, უთანხმოებამ კი მისივე თქმით, პროცესები „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამდე მიიყვანა.
„მინდა გავაკეთო ჩვენი გუნდის სახელით და ჩვენ გუნდთან ერთად განცხადება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" და ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს ბოლო თვეების განმავლობაში იმ კამათს და დისკუსიას, რომელმაც სრულიად არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო და მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიაში არსებულ უთანხმოებებთან დაკავშირებით. ასეთი უთანხმოებები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით გამწვავდა საკითხები, სადაც პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური უთანხმოება.
ეს საკითხები ეხებოდა პარტიის სტრატეგიასა და ტაქტიკას. ეს საკითხები ეხებოდა პარტიის წარსულსა და წარულის შეფასებას, პარტიის აწმყოს, იმ მეთოდებს და იმ ადგილს, რომელიც პარტიას უნდა ეკავოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ეს უთანხმოება ეხებოდა და ეხება პარტიის მომავალს, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და თუ რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას. ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია გახლდათ ის დებატი, რომელიც მიმდინარეობდა პარტიის დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა იმ ფორმით, რა ფორმითაც იგეგმება დღეს, მხოლოდ და მხოლოდ პარტიის შემდგომ გახლეჩვას, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე პარტიის წევრების მოკვეთას და ვერანაირად ვერ შეასრულებს პარტიის გაერთიანებისა და კონსოლიდაციის ფუნქციას. სწორედ ამიტომ, დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა. თქვენ დღეს ხედავთ გუნდს, თქვენ დღეს ხედავთ ადამიანებსა და სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ „ნაციონალურ მოძრაობას". ვინც წლების მანძილზე, ამ პარტიის სახელით იბრძოდა და არასდროს უკან არ დაუხევია.... დღეს ხდება „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა - ჩემთვის პირადად, ეს არის ემოციურად უმძიმესი განცხადება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.