გიგი უგულავა: სააკაშვილი აღარ არის ლიდერობის ღირსი... რომ ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, უნდა იყო თავზეხელაღებული
12-01-2017, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის თაობაზე დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სააკაშვილის გუნდისაგან გამიჯნულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს“, რომელიც მისი თქმით, 2002 წლის მსგავსად „აღარ ასხივებს ლიდერობას“, „აღარ არის ლიდერობის ღირსი“ და „ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა“, რომელთა ნაწილი, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი დღეს ციხეში იმყოფება.

 

 

„ეს ერთი კვირა რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და გულწრფელად თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებული ყოფილიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი დიახ, იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, ამ პარტიის გენერალური მდივანი მათ შორის. ეს პარტია შექმნა დიახ, ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში და უნდა იყო თავზეხელაღებული და ამიტომ ეს სიტყვა არ უნდა იხმარებოდეს კნინობითი ფორმით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის დღეს არის ადამიანური ტკივილი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი, ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა ამ პარტიაში - ეს ის პერიოდია, როდესაც ივანიშვილის ‘ტიტუშკები’ კვერცხებს, კარტოფილებს და რაღაც უბედურებებს ისროდნენ, ეს ის ადამიანია, რომელიც კორცხელში „მუტრუკებს" გადაეფარა, დაუწყებ „პრავების კაჩავს", ეს ადამიანი უკვე აღარ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით იმიტომ, რომ ეს აღარ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს“, - განაცხადა უგულავამ, რომელმაც პოლიტიკოსები მანქანებს შეადარა, რომელთაგან ფუნქციადაკარგულნი და მოძველებულნი ჯართზე გადასადგები ხდებიან ხოლმე.

 

 

„ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო. მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად არ იქცა და ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო. ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. აი, ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე. ჩვენ ჩვენი ქმდებებით ვაგებთ პასუხს იმ სიკეთეზე, რაც შეიძლება ჩვენ ხალხს მოვუტანოთ და იმ არასწორ ქმედებებზე, რომლებიც ჩვენ მეგობრებს და ჩვენ ქვეყანას შეიძლება მოუტანო. ამიტომ კითხვა დღეს არის მარტივად - არ დავიწყებ პროცედურებზე ლაპარაკს - 2012 წელს, დიახ, მეგობრებო, ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება, ამ დავაში და ამ დებატებში მე არ შევალ, ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ძალიან მძიმე გზის გავლა იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ გზას გავივლიდით და ამ პარტიას შევინარჩუნებდით, პარტია არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი და პარტიები, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ არ იქმნებოდეს ერთი ადამიანის გარშემო და პარტიები სოკოებივით არ იქმნებოდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მრწამსი და ჩემი ერთადერთი პარტია, მე ჩემ ცხოვრებაში არანაირ სხვა პარტიაში არ ვარ ნამყოფი, ეს არის ერთადერთი პარტია, რომელსაც მე ვქმნიდი და ბოლობოლო, რომლის გამოც მე ციხეში ვიჯექი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი