ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კვირიკეში მიქელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და სასურსათო ამანათები გადასცა. მიქელაძეების ოჯახში 16 სული ცხოვრობს, რომელთაგანაც 9 მცირეწლოვანია. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
"აქციის ფარგლებში სასურსათო ამანათები გვარაში მცხოვრებ მჟავანაძეების ოჯახსაც გადაეცა. ოჯახში 2 მძიმე ავადმყოფი ცხოვრობს.
საქველმოქმედო აქცია მესამე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის თამუნა თხიალიშვილის ინიციატივით გაიმართა.
მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის აქციები პერმანენტულად გაიმართება. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.